loader

"ბატონი გოგის დაჭერაზე დადუმებულ სამედიცინო საზოგადოებაზე საშიში ხალხი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაში" - რას წერს ინგა გრიგოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონი გოგის დაჭერაზე დადუმებულ სამედიცინო საზოგადოებაზე საშიში ხალხი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაში" - რას წერს ინგა გრიგოლია

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეხმაურება, ნ4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

"ბატონი გოგის დაჭერაზე დადუმებულ სამედიცინო საზოგადოებაზე საშიში ხალხი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაში. ექიმი რომ ხარ და დუმხარ,როცა ასაკოვან, დამსახურებულ აკადემიკოსს, შენს კოლეგას ციხეში ატყვევებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაზე ადამიანებს ეხმარებოდა, შენ არაფერი გაკავშირებს ჰიპოკრატეს ფიცთან.. ექიმობა მარტო მედიკამენტის დანიშვნაა?! ამ ხალხის, მგონი, აღარც მკურნალობა მომინდება და აღარც წამალი რამე რომ იყოს, შეიძლება ზუსტი დიაგნოზიც კი არ დასვან, თუ ზევიდან უბრძანებენ, ასეთია ჩემი განცდა.

ბატონ გოგი ჩახუნაშვილს გაუმარჯოს, უმაგრეს ექიმს და მოქალაქეს. ციხის საკანში რომ წარმოვიდგენ, გული მეწურება. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს," - წერს ინგა გრიგოლია.