„ჩემი 6 წლის ოცნება რეალობად ვაქციეთ“ - რა ნატვრა აიხდინა ნინი ქარსელაძემ?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ფონდის დაარსების შესახებ წერს, რომელიც ონკოპაციენტების მხარდაჭერასა და მათთვის საჭირო დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.
„ჩემი 6 წლის ოცნება, რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავე - რეალობად ვაქციეთ.
დღეს, დარეგისტრირდა ჩვენი ფონდი „არ დანებდე“, რომელიც დაეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს და არა მხოლოდ. დანარჩენ დეტალებს ძალიან მალე მოგიყვებით,“ - წერს მომღერალი.