ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები - ფანებმა ერთმანეთს სცემეს
მსოფლიო ჩემპიონატი ტრადიციულად მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, თუმცა ტურნირის დაწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ამბად არგენტინისა და ალჟირის ქომაგებს შორის მომხდარი დაპირისპირება იქცა. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
შეტაკება ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე მოხდა, სადაც არგენტინისა და ალჟირის ეროვნული ნაკრებების ფორმებში გამოწყობილი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ურტყამენ ერთმანეთს მონაწილეები მუშტებსა და ფეხებს. თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთ დაცინვა დაიწყო, რაც მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. განაგრძეთ კითხვა