loader

ზურაბ სიხარულიძის საგანგაშო განცხადება - "რამდენიმე დღის წინ 13 წლის პაციენტი მყავდა, რომელიც სტიმულატორებს მოიხმარდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ სიხარულიძის საგანგაშო განცხადება - "რამდენიმე დღის წინ 13 წლის პაციენტი მყავდა, რომელიც სტიმულატორებს მოიხმარდა"

ახ­ლა­ხან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 119 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის 49 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, მათ შო­რის ჰე­რო­ი­ნი, კო­კა­ი­ნი, "ალფა-პვპ", "მე­ტა­დო­ნი", "მე­ფედ­რო­ნი", "ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი" და სხვა.

რო­გორც გა­ირ­კვა, და­კა­ვე­ბუ­ლი 79 კაცი ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი "მე­ტა­დო­ნის" პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რია. ექი­მი-ნარ­კო­ლო­გი, პარ­ტია "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ სა­გან­გა­შო ნარ­კო­ვი­თა­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:- ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არა მაქვს, მაგ­რამ ვიცი, რომ ეს რი­ცხვი ძა­ლი­ან დი­დია, ვი­ნა­ი­დან ამა­ზე ბოლო დროს მშობ­ლე­ბიც ალა­პა­რაკ­დნენ. ტრა­გე­დი­ას­თან გვაქვს საქ­მე 18-19-23-25 წლის ახალ­გაზ­რდებს ნა­ხუ­ლო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლებს, ვინც და­ი­ძი­ნა და ვე­ღარ გა­იღ­ვი­ძა. ბევ­რი პი­რა­დად მწერს, რომ და­ე­ღუ­პა ძმა, მე­უღ­ლე, შვი­ლი, კო­მენ­ტა­რებ­საც აღარ ერი­დე­ბი­ან. ადრე მი­ზეზს მა­ლავ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს გუ­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, ან სხვა რამე მი­ზეზს იგო­ნებ­დნენ, ისე­თი სტიგ­მა­ტი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი.

გან­გა­შის ზარი დიდი ხა­ნია შე­მო­საკ­ვრე­ლია, ჩვენ ვცხოვ­რობთ ტრა­გე­დი­ი­დან ტრა­გე­დი­ამ­დე. ყვე­ლას ჰგო­ნია, ეს პრობ­ლე­მა მას არ შეხ­ვდე­ბა, აი­რი­დებს და როცა მის ოჯახს და ახ­ლო­ბელს შე­ე­ხე­ბა, მერე აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ პრობ­ლე­მის სიმ­ძი­მეს.

პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა მას მერე შე­იც­ვა­ლა, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შვი­ლი ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. როცა ნარ­კო­მა­ნია მისი პი­რა­დი ტრა­გე­დია გახ­და, მერე და­ინ­ტე­რეს­და კა­ნო­ნე­ბით და შეც­ვა­ლა კა­ნო­ნე­ბიც და მიდ­გო­მაც. ღმერ­თმა ამის­გან ყვე­ლა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ პი­რად ტრა­გე­დი­ე­ბამ­დე მივ­დი­ვართ. აქ არც პო­ლი­ტი­კურ მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, არც რე­ლი­გი­ურს, არც სექ­სუ­ა­ლურ იდენ­ტო­ბას და არც არა­ფერს.

ნარ­კო­ტი­კის წი­ნა­შე ყვე­ლა უძ­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან ის ყველ­გან შე­მო­დის, თუნ­დაც და­კე­ტილ კარ­ში, რად­გან დღეს ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა ქვე­ყა­ნა­ში - სტრე­სი, ტრავ­მა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, ამ­დე­ნი წე­ლია სტა­ბი­ლუ­რო­ბას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ და ეს ამ­ძი­მებს ნარ­კო­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში. ნარ­კო­ტი­კი მი­დის იქ, სა­დაც არის უბე­დუ­რე­ბა, ბუ­ლინ­გი, და­პი­რის­პი­რე­ბა, ერ­თმა­ნე­თის დამ­ცი­რე­ბა...

- ბოლო წლებ­ში გვეს­მო­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რად 50 ათა­სამ­დე მუდ­მი­ვი ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გვყავს. ეს ციფ­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ი­ზარ­და და რა­ტომ, რად­გან ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნარ­კო­ტი­კი თუ მო­თხოვ­ნაა დიდი და შე­სა­ბა­მი­სად, მი­წო­დე­ბაც იზ­რდე­ბა?

- ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 56 000 ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლია, 2,2%-ია პრე­ვა­ლენ­ტო­ბა, მაგ­რამ ეს არის 4 წლის წი­ნან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, მას მერე კვლე­ვა არა­ვის ჩა­უ­ტა­რე­ბია. ვფიქ­რობ, ახლა 60 ათას­ზე ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ამ ტი­პის ნარ­კო­ტი­კე­ბი 4 წლის წინ ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ იყო. როცა არის მო­თხოვ­ნა, იზ­რდე­ბა მო­წო­დე­ბაც. რაც არ უნდა ამო­ი­ღო ნარ­კო­ტი­კი, თუ მო­თხოვ­ნა არ შემ­ცირ­და, საშ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა. გა­აჩ­ნია ნარ­კო­ტიკს, არის ნარ­კო­ტი­კი, რო­მელ­ზეც ფი­ზი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არის, მაგ­რამ როცა ლა­პა­რა­კია ოპი­ატ­ზე, მძი­მე "ამ­ფე­ტა­მინ­ზე", "ბუპ­რე­ნორ­ფინ­სა" და სხვა ასე­თი ტი­პის ნარ­კო­ტი­კებ­ზე, ისი­ნი ქმნი­ან მძი­მე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ადა­მი­ა­ნე­ბი ნე­ბის­მი­ერ გზას იპო­ვი­ან იმი­სათ­ვის, რომ იშო­ვონ და მო­იხ­მა­რონ. დღეს ერთს და­ი­ჭე­რენ, ხვალ მე­ო­რეს, ზეგ გაჩ­ნდე­ბა მე­სა­მე...განაგრძეთ კითხვა