"არ დავწერე, ჩავთვალე რომ ძალიან პირადი ინფორმაცია იყო, რომელიც შეიძლებოდა ელენეს მშობლებს არ სცოდნოდათ" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ნანუკა ჟორჟოლიანი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
"ცოტა ხნის წინ, ერთმა პატიმარმა ქალმა მითხრა, “იცი , ელენე ხოშტარია ჯოხით დადის და ძლივს გადაადგილდება” არ დავწერე, ჩავთვალე რომ ძალიან პირადი ინფორმაცია იყო, რომელიც შეიძლებოდა ელენეს მშობლებს არ სცოდნოდათ. მივწერე და მადლობა მომწერა რომ არაფერი ვთქვი.
დღეს ვრცელდება ეს განცხადება.
4 თვის წინ დაიწყო ელენე ზოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.
ყოველი ვიზიტის დროს, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია:
• სახსრების ძლიერი ტკივილი;
• მოძრაობის გაძნელება;
• პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.
ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
წყარო "პუბლიკა" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.