loader

იცოდა თუ არა, თინა ბოკუჩავამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა? - რა უპასუხა პოლიტიკოსმა ტელეწამყვანის შეკითხვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იცოდა თუ არა, თინა ბოკუჩავამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა? - რა უპასუხა პოლიტიკოსმა ტელეწამყვანის შეკითხვას

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ეს თავად პრეზიდენტ სააკაშვილის არსად დაუწერია, - ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინაბოკუჩავამ კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზებას ეხებოდა.

წამყვანის ჩაკითხვაზე, არ სჯერა რომ მართლა შესთავაზა სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა, ბოკუჩავა პასუხობს, რომ არასდროს ერთვება ასეთი ტიპის დისკუსიებში.

„მჯერა-არ მჯერა არ არის,აქ არის „პოსტი“, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, რომლითაც იხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ყოფილა ჩემი სფერო და ინტერესი“, - პასუხობს ბოკუჩავამ "TV პირველის" ეთერში.

ბოკუჩავას თქმით, ხელმძღვანელობს საჯარო პოზიციით, რომელიც სააკაშვილს აქვს და სხ რამის გამოქვეყნების სურვილი რომ ჰქონოდა, ამასაც დაწერდა.

„მე კი წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ვიხელმძღვანელოთ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. რამე სხვა რამის გამოქვეყნება, რომ ნდომებოდა ამას გააკეთებდა“,- განაცხადა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფორმულასთან“ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.