loader

"რკინიგზა ყოველთვის კორუფციის ბუდე იყო..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი რკინიგზაში კორუფციის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რკინიგზა ყოველთვის კორუფციის ბუდე იყო..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი რკინიგზაში კორუფციის საქმეზე

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

„რკინიგზა ყოველთვის კორუფციის ბუდე იყო. ის ჯერ კიდევ უახლესი ისტორიის დასაწყისიდან ერთ-ერთ სახელისუფლებო სალაროს წარმოადგენდა“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ რკინიგზაში კორუფციის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს რკინიგზის“ კორუფციული სქემების გამო, 8 პირი პასუხისგებაში მისცა. მათ შორის, არიან რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იმჟამინდელი დირექტორი გიორგი მარუქაშვილი. 8 პირიდან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„რკინიგზა ყოველთვის კორუფციის ბუდე იყო. ის ჯერ კიდევ უახლესი ისტორიის დასაწყისიდან ერთ-ერთ სახელისუფლებო სალაროს წარმოადგენდა. რკინიგზაში კორუფციის აღმოჩენა სულაც არ არის გასაკვირი. მე სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რკინიგზაში სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორიც ვიყავი და რკინიგზა დავტოვე სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან მოვიდა გარკვეული დავალებები შავი სალაროს აღდგენაზე და მე პროტესტის გამო, დავტოვე რკინიგზა. რკინიგზა ყოველთვის წარმოადგენდა კორუფციის სერიოზულ ბუდეს და ეჭვი მაქვს, რომ დღემდე ეს კორუფციული კავშირები იქ ჯერ კიდევ მოქმედებაშია. განაგრძეთ კითხვა...