loader

14-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს - ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს - ახალი დეტალები

2 ივ­ნისს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თბი­ლი­სი­სა და რუს­თა­ვის მას­შტა­ბით, მტკვრის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.“მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა 14-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად 2 ივ­ნისს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.

სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თბი­ლი­სი­სა და რუს­თა­ვის მას­შტა­ბით, მტკვრის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მას­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ჩარ­თუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 100-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით.

ცხე­და­რი წყლი­დან უკვე ამოს­ვე­ნე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.