loader

ცნობილია იმ კაცის ვინაობა, რომელიც თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს და შემდეგ მე-7 სართულიდან გადმოაგდეს - "ჩხუბის ხმა ისმოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია იმ კაცის ვინაობა, რომელიც თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს და შემდეგ მე-7 სართულიდან გადმოაგდეს - "ჩხუბის ხმა ისმოდა"

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მეზობლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევა მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის, ნიკა ქარელაშვილის სახლში მოხდა.

მეზობლების ცნობით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ისინი განმარტავენ, რომ “ახალგაზრდა კაცი კარგი ადამიანი იყო და კონფლიქტური არ ყოფილა”.

“სასწრაფო დავინახე. ამბობენ, რომ თავისი სახლია, ისე სხვაგან ცხოვრობდა და აქ მოდიოდა ხოლმე”, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი მოკლულის მეგობარია.

“ამბობდნენ ადგილზევე გარდაიცვალაო, მაგრამ როგორც გავიგე, კომაში იყო და იქვე არ გარდაცვლილა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, კომაშიაო ამბობდნენ. ჩხუბის ხმა ისმოდა, რის გამოც ხალხი იყო გამოსული. ფაქტია, რომ აურზაური მანამდეც იყო. დაჭრილი მისი მეგობარია”, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. განაგრძეთ კითხვა>>>