ცნობილია ახმეტაში შვილის გადარჩენის მცდელობისას ტბაში დაღუპული მამაკაცის ვინაობა
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში მომხდარი ტრაგედიისას 44 წლის გუჯა გედეშური დაიღუპაა.
რსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე ილტოში მას შემდეგ შევიდა, რაც მისი არასრულწლოვანი შვილი დინებამ წაიღო.
გედეშური ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა სავარაუდოდ, გულმა უმტყუნა და წყალს თავი ვეღარ დააღწია.
არასრულწლოვანი უვნებლად გადარჩა და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: "მთავარი ამბები კახეთიდან"