"გვაქვს ინფორმაცია, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ სისტემური ძალადობის ამსახველი მასალა, მოგმართავთ, გაასაჯაროოთ" - "ოპოზიციური ალიანსი"
სისტემა ჟონავს და რამდენიც არ უნდა ეცადოს შსს დაგვაჯეროს, რომ ეს ყველაფერი არის ერთჯერადი, ეპიზოდური ძალადობის ფაქტები, ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის სისტემური წამების პრაქტიკა - მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ მსგავსი მასალა, გაასაჯაროვეთ,- ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ისინი პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველ, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურებიან.
განცხადება საზოგადოებას ალიანსის წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე გააცნო.