loader

რას ამბობს კახა კალაძე პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ძალადობაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ძალადობაზე?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ტელეკომპანიამ, რომელიც აღნიშნული კადრები გაავრცელა, იცოდა, რომ ძალადობის ფაქტებში ჩართული პოლიციელები დაკავებულები იყვნენ და „მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევას ემსახურებოდა“.