Facebook-ი და Messenger-ი შეფერხებით მუშაობს
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
Facebook-ი და Messenger-ი შეფერხებით მუშაობს.
მომხმარებელთა ნაწილს აღნიშნულ სოციალურ ქსელებზე წვდომის პრობლემა შეექმნათ. დაფიქსირდა ანგარიშზე შესვლის, ახალი კონტენტის (Feed) ჩატვირთვისა და შეტყობინებების გაგზავნის პრობლემები.
გათიშვების მონიტორინგის პლატფორმა Downdetector მომხმარებელთა შეტყობინებების რაოდენობის ზრდას აჩვენებს, თუმცა, ჯერჯერობით Meta-ს მასშტაბური შეფერხების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.