loader

ევროკომისიის პრესსპიკერის პირველი კომენტარი საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროკომისიის პრესსპიკერის პირველი კომენტარი საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრა წარმოადგენს ვიზების რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილს, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ხორციელდება.

მარკუს ლამერტის განმარტებით, ეს შეხვედრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა. განაგრძეთ კითხვა>>>