ბათუმში, სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - კადრები ადგილიდა
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათი თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტი ამოჭრილია, თუმცა ტერიტორიაზე შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნულები განთავსებული არ იყო. მოქალაქეების თქმით, არსებული გარემოებების გამო მძღოლს ქვეითის დროულად შემჩნევა გაუჭირდა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა.
დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას ქვედა კიდურების დაზიანება აღენიშნება.