"ჩემი აზრის გამოთქმისთვის არაერთხელ მქონია უსიამოვნო მომენტები, მაგრამ დიდი პატივისცემით და რჩევის სახით, ერთი თხოვნა გამოვთქვა" - რას წერს გია ყრუაშვილი, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე შვილი ჰყავს
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
საქართველოში სულ დაახლოებით 70 ბავშვია, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით არიან დაავადებულნი. მათი ყოველდღიურობა მძიმე ბრძოლაა და მათი ოჯახები მუდმივად იმედით ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მათთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, თუ ჩვენი საყვარელი სპორტსმენები – Khvicha Kvaratskhelia, Lasha Bekauri, Giorgi Mamardashvili და სხვები – ერთ დღეს გამოყოფენ და ამ ბავშვებს შეხვდებიან, - ამის შესახებ გია ყრუაშვილი სოციაურ ქსელში წერს.
"ჩემი აზრის გამოთქმისთვის არაერთხელ მქონია უსიამოვნო მომენტები, მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ რაღაც უკეთ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ან რაღაც დააკლდა, ამას ყოველთვის გულწრფელად ვამბობდი. უპირველესად, ვენაცვალე კვარას, საქართველოს ნაკრებს, მამარდაშვილს, ლაშა ბექაურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელს ღირსეულად ატარებს. განსაკუთრებით ვენაცვალე იმ დიუშენით დაავადებულ ბიჭს, რომლის გახარებაც ყველამ დიდი სიხარულით ვნახეთ.სწორედ ამიტომ მინდა, დიდი პატივისცემით და რჩევის სახით, ერთი თხოვნა გამოვთქვა.საქართველოში სულ დაახლოებით 70 ბავშვია, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით არიან დაავადებულნი. მათი
ყოველდღიურობა მძიმე ბრძოლაა და მათი ოჯახები მუდმივად იმედით ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მათთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, თუ ჩვენი საყვარელი სპორტსმენები – Khvicha Kvaratskhelia, Lasha Bekauri, Giorgi Mamardashvili და სხვები – ერთ დღეს გამოყოფენ და ამ ბავშვებს შეხვდებიან.არ არის აუცილებელი დიდი ღონისძიება. შეიძლება უბრალოდ ავირჩიოთ ერთი დღე, შევიკრიბოთ, მაგალითად,
სამებაში, გადავუღოთ სურათები, დავურიგოთ მაისურები, ხელთათმანები, სუვენირები და რაც მთავარია – ვაჩუქოთ სითბო, ყურადღება და დაუვიწყარი ემოციები.ზოგჯერ ერთი შეხვედრა, ერთი ჩახუტება და ერთი ფოტო იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოგვიდგენია.მჯერა, რომ ამ 70 ბავშვის ღიმილი მთელი საქართველოს გაახარებს," - წერს გია ყურაშვილი.
გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიამ მისი გულშემატკივარი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვი, 11 წლის ანდრია შამუგია მოინახულა.
ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ანდრიას საჩუქრები ჩაუტანა.