loader

"ქართველმა ფერმერმა არ იცის მარწყვის სწორი მოვლა-მოყვანა - ქართული მარწყვი თურქულს კონკურენციას ვერ უწევს“ - ასოციაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართველმა ფერმერმა არ იცის მარწყვის სწორი მოვლა-მოყვანა - ქართული მარწყვი თურქულს კონკურენციას ვერ უწევს“ - ასოციაცია

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

"საფასო კატეგორიაში, ქართული მარწყვი თურქულს კონკურენციას ვერ უწევს, ქართველმა ფერმერმა არ იცის მარწყვის სწორი მოვლა-მოყვანა" - ამის შესახებ კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა ანჯაფარიძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს.

მისი თქმით, თურქული მარწყვის ფასი გაცილებით დაბალია. როგორც მანანა ანჯაფარიძე აღნიშნავს, რიგი მიზეზების გამო, ქართველი ფერმერი ვერ ახერხებს შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის მარწყვის მოყვანას, ერთ-ერთი მიზეზი კი ცოდნაა.

საფასო კატეგორიაში, ქართული მარწყვი თურქულს კონკურენციას ვერ უწევს, - ამის შესახებ კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელი და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა ანჯაფარიძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს.

მისი თქმით, თურქული მარწყვის ფასი გაცილებით დაბალია. როგორც მანანა ანჯაფარიძე აღნიშნავს, რიგი მიზეზების გამო, ქართველი ფერმერი ვერ ახერხებს შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის მარწყვის მოყვანას, ერთ-ერთი მიზეზი კი ცოდნაა.

„ქართველმა ფერმერმა არ იცის მარწყვის სწორი მოვლა-მოყვანა“

„საფასო კატეგორიაში ჩვენი მარწყვი თურქულ მარწყვთან კონკურენციაში ვერ მოდის, იმიტომ რომ, თურქული მარწყვი გაცილებით იაფია ბევრი მიზეზის გამო. თუნდაც იმით დავიწყოთ, რომ ქართველმა ფერმერმა არ იცის მარწყვის სწორი მოვლა-მოყვანა, ჩვენთან ძირითადად ღია გრუნტია, კლიმატი მარწყვისთვის არ არის ხელსაყრელი, განსაკუთრებით გაზაფხულის წვიმები. ფერმერი ვერ აღწევს შედეგს და ანებებს თავს, ვერ მოჰყავს ვერც ხარისხობრივად ვერც რაოდენობრივად ისეთი მარწყვი, რასაც ბაზარი ითხოვს.

საჭიროა განათლების ამაღლება, ამას ასოციაციის ფარგლებში წლებია ვითხოვთ. პროექტების მართვის სააგენტოში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაუშვა სასწავლო პროგრამა. უცხოელი კონსულტანტის ჩამოყვანა-დაფინანსების პროგრამაა, რაც ძალიან კარგია. სასტარტოდ ჩაეშვა, ჩვენც მივიღებთ ამაში მონაწილეობას. როგორც მაქვს ინფორმაცია, აპირებენ, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან გაშალონ და დახვეწონ. ვიმედოვნებთ, შედეგი იქნება კარგი“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მანანა ანჯაფარიძემ. განაგრძეთ კითხვა...