loader

ტრაგედია ზუგდიდში - მეზობელმა მეზობელი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ზუგდიდში - მეზობელმა მეზობელი მოკლა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე კაცს 70 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.