loader

შსს 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს აქვეყნებს

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

პოლიციამ ბათუმში 45 წლის როლანდ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთი პირი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 მაისს, ბათუმში, ნაცნობ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რო­ლანდ (რო­ლი­კა) და­ვი­თა­ძე, ბათუმში, მიმდინარე წლის 31 მაისს მოკლეს. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, მა­მა­კა­ცი სა­ლონ­ში შე­სულ ცოლ-შვილს გა­რეთ ელო­დე­ბო­და, რო­დე­საც მისი მი­სა­მარ­თით 7-8-ჯერ გა­ის­რო­ლეს. რო­ლანდ და­ვი­თა­ძე კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

ასევე იხილეთ: "სიკვდილამდე მოუსწრია და ცოლისთვის უთქვამს" - ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები