loader

ცნობილია უმძიმეს ავარიაში დაღუპული 5 ახალგაზრდის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი? - "ძალიან შეგვძრა ამ ტრაგედიამ... სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია უმძიმეს ავარიაში დაღუპული 5 ახალგაზრდის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი? - "ძალიან შეგვძრა ამ ტრაგედიამ... სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ"

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ერთი და­შავ­და. სავარაუდოდ, თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

ambebi.ge-ს ცნობით, და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ცოლ-ქმა­რი ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძე და ნა­თია ჯა­ნა­ძე, ასე­ვე გვან­ცა არე­ვა­ძე და მისი მე­უღ­ლე ნიკა ქუ­თა­თე­ლა­ძე და მა­რი­ამ ქა­და­გი­ძე.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გარდაცვლილი წყვილის მეზობელს ესაუბრა.

"ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ჰყავდათ ძაღლი და ეზოში ერთად ასეირნებდნენ ხოლმე. ისინი ბალანჩივაძის ქუჩაზე, ხილიანზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. დღეს გავიგეთ ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ. გუშინ მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან როგორც ვიცით. ორი წყვილი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ თურმე ორი შვილი დარჩათ. გარდაცვლილია ასევე ერთი გოგონა, ხოლო ერთი ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი.

საშინელ დღეში იყვნენ მათი მეგობრები. სახლში მოვიდნენ და ბინაში შესვლას ცდილობდნენ, ძაღლი დარჩათ ბინაში და ტიროდა ძაღლი, ვერ გამოყავდათ და გამოიძახეს სამაშველო, მაშინ შევიტყვეთ მათგან ამ ულამაზესი წყვილის და მათი მეგობრების ასე ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. განაგრძეთ კითხვა>>>