loader

დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა - გადამხტარა, თავი ქვაზე დაურტყამს და დაიღუპა, ბავშვის ამოყვანა მოუსწრია - ტრაგედია ჩოხატაურში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა - გადამხტარა, თავი ქვაზე დაურტყამს და დაიღუპა, ბავშვის ამოყვანა მოუსწრია - ტრაგედია ჩოხატაურში

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში.

როგორც “გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში, 40 წლამდე კაცი ტრაგიკულად დაიღუპა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება ახალგაზრდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა სათევზაოდ, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

“პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული”, _ ამბობს "გურია ნიუსთან"ადგილობრივი.

გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.