"მაქვს დიდი თხოვნა..." - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს.
"ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს გვერდზე ისევ არნახული აქტიურობაა, ბოლო ორ კვირაში შემოვიდა 10 მილიონზე მეტი იუზერი, ვიდეობს მრავალი მილიონი ნახვა აქვს, მეტი ვიდრე ტელევიზიების უმრავლესობას. ჩვენ ბევრნი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ.
ამავე დროს მაქვს დიდი თხოვნა, მე ვალდებული ვარ ვკონცენტრირდე დიდ თემებზე და მინდა რომ დამეხმაროთ წვრილმანი თავდასხმების მოგერიებაში. ეს თავდასხმები გახშირდა ჩვენი აქტუალურობის და პოპულარობის გაზრდასთან ერთად. ტროლებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ნამდვილ ადამიანებს, გთხოვთ უპასუხეთ არგუმენტებით." - წერს მიხეილ სააკაშვილი.