8 წლის ბიჭს, რომელიც 2 დღის წინ კვადროციკლით ავარიაში მოჰყვა, დახმარება ესაჭიროება - "ბექამ უმძიმესი ტრავმები მიიღო და ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის"
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
8 წლის ბიჭს, ბექა იგრიაშვილს, რომელიც 2 დღის წინ კვადროციკლით ავარიაში მოჰყვა და მძიმე დაზიანებები მიიღო, დახმარება ესაჭიროება.
ინფორმაციას მოზარდის ახლობლები ავრცელებენ.
"ბექამ უმძიმესი ტრავმები მიიღო და ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის. გთხოვთ, მცირედი ფინანსური წვლილით ან პოსტის გაზიარებით დავუდგეთ გვერდში ბექას" - წერენ მოზარდის ახლობლები.
ცნობისთვის, თელავში, კვადროციკლით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი 4 ივნისს დაშავდა. თვითმხილველების თქმით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავის და ყბა-სახის მძიმე ტრავმა მიიღო.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი:
#GE50BG0000000160902055
თიბისი ბანკი:
#GE68TB7140245068100026
მიმღები: ხატია დუდაური (დედა)
პ/ნ: 08001034977