loader

"ამ იდეისთვის მე ყველაფერი გავიღე" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ იდეისთვის მე ყველაფერი გავიღე" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე განცხადებით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის ინტერესების მიუხედავად, საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა იდეას და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს აქვს.

„მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება.

ამ ყველაფერში, უნდა გვახსოვდეს მთავარი რამ - ჩვენ გვაქვს დიდი იდეა - მარადიული წარმატებული საქართველოსი, თავისი მნიშვნელოვანი მსოფლიო როლით. ამ იდეისთვის მე ყველაფერი გავიღე.

დანარჩენებს აქვთ ინტერესები. საბოლოოდ იმარჯვებს იდეა და იდეალისტი ხალხი და არა ინტერესები, ფული და კუტოკები“,- წერს სააკაშვილი.