loader

ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს - "უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის, შეხვედრას გთავაზობთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს - "უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის, შეხვედრას გთავაზობთ"

უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის, შეხვედრას გთავაზობთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი ღია წერილში წერს.

“უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ.

ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში.

არის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა.

ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს - ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.

გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას.

გავიგეთ ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ, როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება.

სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება.

ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია იმათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა - მათი, ვისაც ნამდვილად აქვს ვითარებაზე გავლენის შესაძლებლობა.

ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში.