loader

"ყველა ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს 6-თვიანი აუცილებელი სამხედრო სამსახური, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი, პლუს 10-15 ათასი დაქირავებული უცხოელი სამხედრო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს 6-თვიანი აუცილებელი სამხედრო სამსახური, ჩვენი რეგულარული ჯარი უნდა იყოს 55-60 ათასი ადამიანი, პლუს 10-15 ათასი დაქირავებული უცხოელი სამხედრო" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravide

"ჩვენ მუდ­მი­ვად უნდა ვემ­ზა­დე­ბო­დეთ თავ­დას­ხმის მო­სა­გე­რი­ებ­ლად და ამის­თვის პარ­კე­ტის ჯარი, რო­მელ­საც ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ომზე არ უნდა იფიქ­როს, სრუ­ლი­ად გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია - ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და ჯა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა", - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, სა­ქარ­თვე­ლო სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე­შია და მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო.

ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლე უნდა ეთ­ქვას და "მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო“, რომ­ლის პირ­ველ ნა­ბი­ჯა­დაც ის "დიქ­ტა­ტუ­რის მო­შო­რე­ბას“ ასა­ხე­ლებს.

"დღე­ვან­დე­ლი ქო­ცუ­რი ნა­რა­ტი­ვი გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­ზე არის შემ­დე­გი: სამ­ყა­რო არე­უ­ლია, ჩვენ უნდა ვი­ყოთ ჩუ­მად, უკი­დუ­რე­სად პა­სი­უ­რად ("დიპ­ლო­მა­ტი­ას“ რა­საც ეძა­ხი­ან), და­ახ­ლო­ე­ბით ისე, ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლი საფრ­თხის და­ნახ­ვი­სას თავს რომ მო­იმ­კვდა­რუ­ნებს ხოლ­მე, რა­მე­ნა­ი­რად გავ­ძვრე­ბით - ვერ გავ­ძვრე­ბით! სი­ნამ­დვი­ლე­ში მომ­კვდა­რუ­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია ყვე­ლა მე­გობ­რის და­კარ­გვა და სა­ქარ­თვე­ლოს უკი­დუ­რე­სი და­სუს­ტე­ბა, რაც პირ­და­პირ ეპა­ტი­ჟე­ბა აგ­რე­სი­ას და ოკუ­პა­ცი­ას, რისი საფრ­თხეც ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს, სა­ნამ არ­სე­ბობს რუ­სე­თი და ამ უკა­ნას­კნე­ლის დაშ­ლის (რისი დიდი იმე­დიც მაქვს მე) შემ­დე­გაც, ჩვენ მე­ზობ­ლად გვე­ყო­ლე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი ჩრდი­ლო კავ­კა­სია.

ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და ჯა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა. რამ გა­და­არ­ჩი­ნა 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო - და­წყე­ბუ­ლი 1 აგ­ვის­ტოს ჩვენ­ზე პირ­ვე­ლი თავ­დას­ხმე­ბი­დან 12 აგ­ვის­ტომ­დე ჩვე­ნი ჯა­რის ძლი­ერ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ და შემ­დეგ საქ­მე­ში უკვე ჩვე­ნი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მე­გობ­რე­ბის ჩარ­თვამ, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მა - ამე­რი­კამ გა­მო­აგ­ზავ­ნა ფლო­ტი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იწ­ვია რუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა. ესაა მო­დე­ლი მო­მავ­ლის­თვი­საც, ჩვენ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა უნდა გაძ­ლონ მა­ნამ­დე, სა­ნამ საქ­მე­ში არ ჩა­ერ­თვე­ბა ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე, რაც შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნა, თურ­ქე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი. სა­მი­ვეს­თან დაგ­ვჭირ­დე­ბა თავ­დაც­ვი­თი პაქ­ტი, იმის მსგავ­სი, რაც არ­სე­ბობს აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთს შო­რის.

გარ­და ამი­სა - ევ­რო­კავ­ში­რიც მალე გარ­და­იქ­მნე­ბა სამ­ხედ­რო ბლო­კად და ჩვენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი უნდა გავ­ხდეთ. ჩვენ მუდ­მი­ვად უნდა ვემ­ზა­დე­ბო­დეთ თავ­დას­ხმის მო­სა­გე­რი­ებ­ლად და ამის­თვის პარ­კე­ტის ჯარი, რო­მელ­საც ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ომზე არ უნდა იფიქ­როს სრუ­ლი­ად გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია. აბა სხვა რაზე უნდა იფიქ­როს ჯარ­მა თუ არა ომზე, ბა­ტო­ნო ოფიც­რე­ბო და ჯა­რის­კა­ცე­ბო??? მე ნუ­ლი­დან შევ­ქმე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, გავ­ზარ­დე რა მათი ყო­ველ­წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი, რე­ა­ლუ­რად 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­დან - მი­ნი­მუმ 1 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე. თუ ადრე ჯა­რის­კა­ცე­ბი მინ­დორ­ში და­ჭე­რი­ლი გვე­ლე­ბით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ (ამის კად­რე­ბი არ­სე­ბობს), ჩვენ შევ­ქმე­ნით თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბა, ადეკ­ვა­ტუ­რი თავ­დაც­ვის რკა­ლი თბი­ლი­სის­თვის. მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა უნდა გა­ი­ა­როს 6 თვი­ა­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც მას ას­წავ­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ჩვე­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯარი უნდა იყოს 55-60 ათა­სი ადა­მი­ა­ნი (ნაც­ვლად დღე­ვან­დე­ლი 25 ათა­სი­სა) პლუს კი­დევ 10-15 ათა­სი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი სამ­ხედ­რო, რო­გორც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დროს და ჩვენ გვჭირ­დე­ბა სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია, იმე­დია იმ დრო­ის­თვის უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-ინ­დუსტრი­ულ კომ­პლექსში.

რუ­სეთ­მა და მის­მა შემ­ცვლე­ლებ­მა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნდა იცოდ­ნენ, რომ აქ ხე­ლახ­ლა დინ­გის შე­მო­ყო­ფა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა და რომ ჩვენ უკან დგა­ნან მძლავ­რი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­ღაც ეტაპ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ერ­თვე­ბი­ან აგ­რე­სი­ის მო­გე­რი­ე­ბა­ში. ახლა ვი­ღაც "კე­თი­ლის­მო­სურ­ნე­ე­ბი“ და­ი­წყე­ბენ შე­პა­სუ­ხე­ბას, რომ ომის­თვის მზა­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი და მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გაწ­ვე­ვის გეგ­მა ჰი­პო­თე­ტი­ურ არ­ჩევ­ნებ­ში ხმას დაგ­ვა­კარ­გვი­ნებს, მაგ­რამ მე არ ვა­პი­რებ ხალ­ხს თვალ­ში ნა­ცა­რი შე­ვა­ყა­რო და "სიც­რუ­ე­ში ვა­ცხოვ­რო“. ჩვენს გარ­შე­მო რე­ა­ლო­ბა არის ძა­ლი­ან სა­ში­ში და ჩვენ პო­ლი­ტი­კუ­რი ანეს­თე­ზი­ის ნაც­ვლად ყვე­ლას სი­მარ­თლე უნდა ვუ­თხრათ და ასე­ვე გარ­და ყვე­ლაფ­რი­სა უნდა გვახ­სოვ­დეს (მე ეს სულ მახ­სოვს და ვფიქ­რობ ამა­ზე) აფხა­ზე­თი გვაქვს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას გარ­და­უ­ვალს ხდის. გვინ­და გა­დავ­რჩეთ? - შე­ვი­ა­რაღ­დეთ, ხე­ლახ­ლა შევ­ქმნათ ჯარი. "ქო­ცუ­რი“ ნა­რა­ტი­ვი - რუ­სულ დათვს თუ და­ვუწ­ვე­ბით არ დაგვგლეჯს - სრუ­ლი­ად აც­დე­ნი­ლია რე­ა­ლო­ბას და ჩვენს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ულ მახ­სოვ­რო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო არის სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე­ში და მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. ამ მოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია დიქ­ტა­ტუ­რის სას­წრა­ფოდ მო­შო­რე­ბა და შემ­დეგ ეგ­რე­ვე ის ნა­ბი­ჯე­ბი რაც ზე­მოთ აღვწე­რე”,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი