loader

სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის - მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის - მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.

ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება.

ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.