loader

14 წლის გოგო მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 წლის გოგო მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

კახეთში, ოჯახური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს, არასრულწლოვანი შვილი შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მოზარდის მტკიცებით, ბიოლოგიური მამა 6 წელია მასზე ძალადობს. არასრულწლოვანმა კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა.

მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კაცი ცოლზე ძალადობისა და მისი ტანსაცმლის დაწვის ფაქტზე აიყვანეს.

ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის თაობაზე სამართალდამცავებს სწორედ ქალმა მიაწოდა, მაშინ, როცა მამაკაცი, ნათესავთან სტუმრად მყოფი შვილის სახლში ძალით დაბრუნებითა და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდა.

14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სასჯელს იხდის მისი ნათესავი მამაკაციც.

თავად მამის მიმართაც არსებობდა წარსულში მსგავსი შინაარსის ბრალდება მისივე ნათესავის მხრიდან, თუმცა კონკრეტული დანაშაული არ დადასტურდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დედასა და ბებიას მიაწოდა, ფაქტის დასადასტურებლად სოფელში ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვენ. განაგრძეთ კითხვა>>>