loader

კაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და დაიღუპა: ტრაგედია ქუთაისში - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და დაიღუპა: ტრაგედია ქუთაისში - რა დეტალები ხდება ცნობილი?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის მამაკაცი შესასვლელის ჯებირზე ჩამოჯდა, რა დროსაც, თვითმხილველების ინფორმაციით, წონასწორობა დაკარგა, უკან გადავარდა და მიყენებული დაზიანებებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები.

მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულთა განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, გვირაბის თავზე დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია, ითხოვენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ფოტოები: დავით ცხვარაძე