"ახლა მივმართავ მათ, ვინც გარეთ არის დარჩენილი" - ეკა კუპატაძის პირველი კომენტარი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი - თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და გგონიათ სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი! - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ არა მარტო გიგა ავალიანის ღირსება დაიცვა, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა.
ავტორი: ეკუნა ლემონჯავა