loader

"არ არსებობს საიდუმლო დოკუმენტი, ნივთი ან ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ჩიხლაძემ მოიპოვა და გადასცა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს" - ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ არსებობს საიდუმლო დოკუმენტი, ნივთი ან ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ჩიხლაძემ მოიპოვა და გადასცა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს" - ადვოკატი

"არ არსებობს არანაირი დანაშაულის შემადგენლობა" - ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".