შემზარავი ამბავი ბოლნისში - დედამ 7 წლის შვილი მოკლა
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია Aktual ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მათივე ცნობით, 42 წლის ქალმა 7 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. გამოცემა წერს, რომ ფაქტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს.