“სწორედ პოლიციის ყოველდღიურ შრომას და თავდადებას ეფუძნება სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომლითაც დღეს საქართველო ასე ამაყობს” - ირაკლი კობახიძე
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
"გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემპოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელები კანონისა და საკუთარი მისიის ერთგულებით, ფასადაუდებელ სამსახურს ეწევიან სამშობლოსთვის.
„სწორედ თქვენს ყოველდღიურ შრომას და თავდადებას ეფუძნება სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომლითაც დღეს საქართველო ასე ამაყობს და რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია.
გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის. უპირველეს ყოვლისა სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა. თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.