რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად გაეცა პასუხი კითხვაზე
"არა, არ შემიძლია საუბარი..." - ასე უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად ეპასუხა კითხვაზე, როგორი არის მისი ემოცია გამარჯვების და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობის მოპოვების შდეგ.
ცნობისთვოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის "არსენალი" დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ჩემპიონობა მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიას როლი მოედანზე გარდამტეხი იყო.
თავდაპირველად "არსენალი" 1-0-ს იგებდა და პარიზელებს ლონდონელების დაცვის გარღვევა უჭირდათ, თუმცა მეორე ტაიმში, ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად, 11-მეტრიანი გამოიმუშავა, უსმან დემბელემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. ანგარიში გათანაბრდა და საბოლოოდ, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.