რა ხდებოდა საფრანგეთში პსჟ-ს ჩემპიონობის შემდეგ - კადრები ადგილიდან
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ გაიმარჯვა, საფრანგეთის მასშტაბით, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
არეულობის აღსაკვეთად, რომელმაც დედაქალაქ პარიზში ავტობუსების, მატარებლებისა და სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია, ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული.
გულშემატკივრები უშვებდნენ ფეიერვერკებსა და ხმოვან მაშხალებს. დაპირისპირების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, როდესაც პსჟ-მ პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული, საფრანგეთში დაწყებული ზეიმი სასიკვდილო შედეგებით დასრულდა.
პარიზიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქუჩებში ცეცხლის ალია, ხოლო ზეიმში მონაწილე პირები ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს.
პოლიციის ინფორმაციით, არეულობის დროს დაზიანდა ექვსი ავტომობილი, ორი ბიზნესობიექტი და ერთი ავტობუსის გაჩერება.