loader

სულხან თამაზაშვილს, დავით თამაზაშვილს და ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის, ხოლო გიორგი გვარაკიძეს სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი წოდება მიენიჭა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სულხან თამაზაშვილს, დავით თამაზაშვილს და ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის, ხოლო გიორგი გვარაკიძეს სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი წოდება მიენიჭა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსპოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეაწერს.

ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. განკარგულებას ასევე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს კი გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.