"19 წლისაა და ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა" - პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელის ადვოკატი
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელი საბა წაველიძე 19 წლისაა.
სასამართლო პროცესზე, სადაც წაველიძისა და დანარჩენი სამართალდამცავების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, პროკურატურა ყველას მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობს.
ამ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ ეთანხმება.
პოლიციელ საბა წაველიძის ადვოკატის, ზურა კაპანაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 19 წლისაა. ადვოკატის თქმით, ის გამოძიებასთან მოთხოვნის შესაბამისად, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს. კაპანაძის თქმით, ახალგაზრდული ასაკი მხოლოდ ბიოლოგიური გარემოება არაა და 19 წლის პირი რეაბილიტაციის შესაძლებლობის მქონე პირს წარმოადგენს, პატიმრობის გამოყენება ასეთ ასაკში კი მიზანშეწონილი არაა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს კრიმინალური წარსული არ აქვს და წარსულში რაიმე ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია.
კაპანაძის თქმით, აღკვეთის მიზნების მიღწევა შესაძლებელია გირაოს გამოყენებით, შინა პატიმრობით, ელექტრონული სამაჯურით, პოლიციაში გამოცხადების ვალდებულებითაც. განაგრძეთ კითხვა>>>