loader

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, ბესო მალაციძეს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა მიიღო.

სხდომას დაკავებული არც ერთი პოლიციელი არ ესწრებოდა.

პროკურატურა პოლიციელების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. პროკურორი ნინო ზურაბაშვილი ექვსივე პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლების არსებობაზე საუბრობდა.

როგორც ის აღნიშნავდა, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების სამსახურებრივი პოზიციით უპირველესად წესრიგის დაცვა ევალებოდათ და არა ის, რა ქმედებაც განახორციელეს. ზურაბაშვილის თქმით, აღკვეთის ღონისძიების მიღწევას პატიმრობა უზრუნველყოფს.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა.

გიორგი წკრიალაშვილის ადვოკატის, ზაზა მინდიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ადვოკატმა წკრიალაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა. განაგრძეთ კითხვა>>>>