"მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის" - მიხეილ სარჯველაძე პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo
აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის [ პაპუნა ლოცულაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული.