loader

"სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე - ილიასეული ტრიადა “მამული, ენა, სარწმუნეობა” ახლით შეცვალეს, ენა ამოაგდეს" - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე - ილიასეული ტრიადა “მამული, ენა, სარწმუნეობა” ახლით შეცვალეს, ენა ამოაგდეს" - რას წერს რომან გოცირიძე?

🔻გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი>>> https://www.youtube.com/@palitravideo

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას. ილიასეული ტრიადა “მამული, ენა, სარწმუნეობა” ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ.ღმერთი კი არა, პირველადი შენი ოჯახია, შენი საყვარელი ადამიანები, შენი სამშობლო, სადაც გაიზარდე და რომლის ფესვები გკვებას. ახლა “ადამიანიც” ჩააკვეხეს. გამოგვიჩნდნენ დიდი კოსმოპოლიტები, მსოფლიო დარდს ეზიდებიან თურმე მხრებით. სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე და აღლუმზე ატარეს.ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო.