"სამწუხაროდ ტოვებს განცდას რომ ეს ნორმადაა ქცეული..." - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი გორში მომხდარ ფაქტზე
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი გორში, პოლიციელების მიერ 2 მოქალაქის ცემის ვიდეოკადრებს ეხმაურება:
"გორში რაც მოხდა (პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობა), ეს სამწუხაროდ ტოვებს განცდას რომ ეს ნორმადაა ქცეული, ეს ასე შემთხვევით ხვდება კამერის ობიექტივში და როგორღაც აღწევს ჩვენამდე, წარმოდგენაც არ მინდა იქ სადაც დარწმუნებულები არიან რომ არავინ უღებს როგორ ეპყრობიან ხალხს, ამას კოსმეტიკური ცვლილებები რომ არ უშველის ფაქტია. ეს პირველ რიგში უნდა აწუხებდეს სისტემის შიგნით წესიერ ხალხს (იმედს ვიტოვებ რომ ასეთები დარჩნენ). ვიდეოში ამდენი კაცი ჩანს და ამდენ ხნიანი ცემის განმავლობაში როგორ არც ერთს არ გაუჩნდა მცირედი სიბრალული მაინც რომ თუნდაც ეცადა ამათი გაჩერება," - წერს გიორგი სუხიტაშვილი.