loader

"გუ­შინ­დე­ლი დღე ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო..." - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი 26 მაისის აქციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუ­შინ­დე­ლი დღე ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო..." - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი 26 მაისის აქციას

“რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა უკე­თე­სი ორ­გა­ნი­ზე­ბა, მეტი ბრძო­ლაც, თუმ­ცა დიქ­ტა­ტუ­რის მცდე­ლო­ბა, და­ე­ნერ­გა ნი­ჰი­ლიზ­მი, და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა სა­ყო­ველ­თაო შიში, გუ­შინ ჩაფ­ლავ­და - ასე­ვე გუ­შინ­დე­ლი დღე ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, ვინც პრო­ტესტს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი “ოპო­ზი­ცი­ის ალი­ან­სის“ მიერ გუ­შინ გა­მარ­თულ აქ­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, არ­სე­ბუ­ლი მუხ­ტი “არ უნდა გა­ვა­ცი­ოთ, პი­რი­ქით უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა უნდა მო­ე­დოს მთელ ქვე­ყა­ნას“.

“გუ­შინ­დელ­მა ძა­ლი­ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა აქ­ცი­ამ, რო­მელ­შიც ხალ­ხმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ქარ­თვე­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად ახა­ლი სუნ­თქვა გა­უხ­სნა ჩვენს სა­ერ­თო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას.

რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა უკე­თე­სი ორ­გა­ნი­ზე­ბა, მეტი ბრძო­ლაც, თუმ­ცა დიქ­ტა­ტუ­რის მცდე­ლო­ბა, და­ე­ნერ­გა ნი­ჰი­ლიზ­მი, და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა სა­ყო­ველ­თაო შიში, გუ­შინ ჩაფ­ლავ­და.

ასე­ვე გუ­შინ­დე­ლი დღე ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, ვინც პრო­ტესტს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და.

დიდი მად­ლობ ყვე­ლას ვინც მო­ვი­და და ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და ინი­ცი­ა­ტო­რებს. ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა მათ, ვინც ჩემი და სხვა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სუ­რა­თე­ბით გა­მო­ვი­და და იმ გა­მომ­სვლე­ლებს, ვინც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ.

ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ, რომ როცა ერ­თად ვართ, ბევ­რი ვართ. როცა ბევ­რი ვართ, ვერ გვე­რე­ვი­ან. სა­ქარ­თვე­ლო ჯერ არ მომ­კვდა­რა, ის პი­რი­ქით ძა­ლებს იკ­რებს და ისევ დად­გე­ბა ფეხ­ზე.

ოღონდ არ­სე­ბუ­ლი მუხ­ტი არ უნდა გა­ვა­ცი­ოთ, პი­რი­ქით გა­ვაძ­ლი­ე­როთ და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა უნდა მო­ე­დოს მთელ ქვე­ყა­ნას.

თუ გა­ბე­დუ­ლად ვი­მოქ­მე­დებთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ!“ -წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.