loader

"სწო­რედ ეს ტო­ვებს ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ველ კვალს: რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხე­დავს, რო­გორ იკ­რი­ბე­ბა მრა­ვა­ლი ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ბრმად აყო­ლი­ლი ძა­ლის, აგ­რე­სი­ი­სა და და­უს­ჯე­ლო­ბის ილუ­ზი­ას" - რას წერს მეუფე ზენონი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სწო­რედ ეს ტო­ვებს ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ველ კვალს: რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხე­დავს, რო­გორ იკ­რი­ბე­ბა მრა­ვა­ლი ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ბრმად აყო­ლი­ლი ძა­ლის, აგ­რე­სი­ი­სა და და­უს­ჯე­ლო­ბის ილუ­ზი­ას" - რას წერს მეუფე ზენონი?

“პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ არის. ეს არის მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ტრავ­მა, რო­მე­ლიც სხე­ულ­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, ნდო­ბა­სა და თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას ამ­სხვრევს“, - ამის შე­სა­ხებ დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, მე­უ­ფე ზე­ნო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც გორ­ში მომ­ხდარ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

“პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ არის. ეს არის მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ტრავ­მა, რო­მე­ლიც სხე­ულ­ზე მე­ტად ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, ნდო­ბა­სა და თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას ამ­სხვრევს.ძალ­მომ­რე­ო­ბი­სა და ჩაგ­ვრის სივ­რცე ყვე­ლა­ზე მძი­მედ სწო­რედ მა­შინ ვლინ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის ცე­მა­სა და გა­მე­ტე­ბას კი არ უყუ­რებს, იგი ხე­დავს, რო­გორ კარ­გავს ძალ­მომ­რე­ო­ბით სა­კუ­თა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხის ნა­წილს ის, ვინც იდე­ა­ში ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დაც­ვის სა­ხეს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს.

სწო­რედ ეს ტო­ვებს ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ველ კვალს: რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხე­დავს, რო­გორ იკ­რი­ბე­ბა მრა­ვა­ლი ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ბრმად აყო­ლი­ლი ძა­ლის, აგ­რე­სი­ი­სა და და­უს­ჯე­ლო­ბის ილუ­ზი­ას. რო­დე­საც ძალა, რო­მელ­საც უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდა უნდა მო­ე­ტა­ნა, ში­ში­სა და და­უც­ვე­ლო­ბის წყა­როდ გა­და­იქ­ცე­ვა“, - წერს მე­უ­ფე ზე­ნო­ნი.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში, ე.წ. კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში 2 პირს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ჯგუ­ფი ფი­ზი­კუ­რად დღეს გა­უს­წორ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“ ავ­რცე­ლებს. თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.