"გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს, ახლა გვჭირდება რაოდენობის ტესტის გავლა..." - ნიკა გვარამია აქციიდან
"გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს, ახლა გვჭირდება რაოდენობის ტესტის გავლა..." - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა.
უნივერსიტეტთან უკვე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები, ასევე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
ადგილზე ასევე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარებისთვის ხელმოწერებიც გროვდება.
აქციის მონაწილეები შეკრების შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან.