ამ წუთებში თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ადგილზე უკვე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები, ასევე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
ადგილზე ასევე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარებისთვის ხელმოწერებიც გროვდება.
აქციის მონაწილეები შეკრების შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან.