ვინ შეასრულა საქართველოს ჰიმნი 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე და ვის ეკუთვნის მათი კოსტიუმების დიზაინი?
თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს ჰიმნი სამმა ქართველმა საოპერო მომღერალმა - იანო ალიბეგაშილმა, ქეთევან ქემოკლიძემ და ნინო მაჩაიძემ შეასრულეს.
ambebi.ge ქართველ საოპერო მომღერალს, მეცო-სოპრანოს - ქეთევან ქემოკლიძეს ესაუბრა.
- როგორ გადაწყდა, რომ თქვენ უნდა გემღერათ, კოლეგებთან ერთად საქართველოს ჰიმნი?
- უკვე მეორედ მაქვს ეს პატივი ამ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი ვიმღერო. ორჯერვე დამპატიჟა ღონისძიების რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა, რომელიც საოცრად გემოვნებიან და ლამაზ აღლუმს გვთავაზობს ხოლმე. წელს სწორედ მისი იდეა იყო სამ ქართველ მომღერალს ერთად გვემღერა საქართველოს ჰიმნი. კადრები, რაც ვნახე, მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა. განაგრძეთ კითხვა>>>