loader

ოქრო იაფდება - რა ღირს 1 გრამი ამ დროისთვის საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქრო იაფდება - რა ღირს 1 გრამი ამ დროისთვის საქართველოში?

მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ღირებულება კვლავ ეცემა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 520 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.06%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 76.15 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.63%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ აქაც დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 399 ლარი ღირს, 750 სინჯის - 299 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 233 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.52 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.22 ლარი ღირს.

წყარო: BPN