loader

"დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას - თითოეულ პატრიოტს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას - თითოეულ პატრიოტს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს" - ირაკლი კობახიძე

35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა, მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას - დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა, და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას.