loader

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, ციხიდან წერილს ავრცელებს.

"1938 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, დახვრიტეს ჩემი ბაბუა - 27 წლის მეთოდე ხოშტარია.

დახვრიტეს ზუსტად იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა აღარასდროს გვეზეიმა და რომ მეც არასდროს ვმდგარიყავი დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველზე.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად იქ ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა და ზუსტად ვიცი, რომ დამოუკიდებლობის დღეს ყოველთვის ძალიან ამაყად ვიზეიმებთ!

ელენე ხოშტარია

რუსთავის ქალთა ციხე

25/05/2026" - წერს ელენე ხოშტარია.