ნიკა გვარამიას ბრიფინგი - "26 მაისს ვგეგმავთ ძალიან ბევრი ადამიანით უკვე ახალ საფეხურზე პროტესტის გადაყვანას"
არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ხვალ, 19:00 საათზე, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდეგ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.